Check-in dates

რამდენიმე სიტყვა

  • კახეთი

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კახეთში! ისიამოვნეთ 4 ვარსკვლავიანი ღვინის დასასვენებელი კომპლექსით. ჩაუღმავდით ქართული კულტურის სულს და მემკვირეობას.

  • გასტრონომიული თავგადასავალი

    ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ გასტრონომიულ თავგადასავალს ჩვენს რესტორანში, ტრადიციული კახური და ევროპული სამზარეულოს კომბინაციით.

  • მევენახეობის გული

    ისიამოვნეთ მსოფლიოში უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის საუკეთესო ღვინოებით კახეთის გულში და ეზიარეთ 8000 წლიან ტრადიციას.

  • ჩვენს შესახებ

     ნისლში ჩაძირულ, ახაშენის ღვინის კურორტსმივყავართ დაუვიწყარ მოგზაურობაში. „ახაშენის ღვინის კურორტი“, მდებარეობს კახეთის რეგიონში, რომელიც უძველესი და უნიკალური მეღვინეობის აკვნად ითვლება. კახეთის ფერდობები და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები, მოგზაურს სძენს ქართული ღვინის წარმოშობის კულტურის მძაფრ და ისტორიულ გამოცდილებას. ახაშენი ღვინის კურორტი“, გთავაზობთ დაუვიწყარ  დასვენებას. მიღებული შთაბეჭდიელბა კი მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.

    სასტუმრო აერთიანებს  41 ულტრათანამედროვე ნომერს, საკონფერენციო დარბაზებს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საცურაო აუზს, საბავშვო გასართობ კუთხეს. რესტორანს, ქართულ- ევროპული სამზარეულოთი.  ჩვენს ვენახებს, რომლისგანაც სპეციალურად „ახაშენი ღვინის კურორტისთვის“ მზადდება ექსკლუზიური ღვინოები. ახაშენის ღვინის კურორტიიდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს დასვენება და ქართული ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ტრადიციის გაცნობა.

     

    უახლოესი საერთაშორისო აეროპორტი  108კმ-ის მანძილზეა.




     


     

  • რესტორანი

    რესტორანი - თქვენი გასტონომიული თავგადასავალი იწყება აქ: იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ საუკეთესო კერძები, ჩვენმა შეფ მზარეულმა, მოახდინა ტრადიციული კახური  და ევროპული სამზარეულოების იდეალური კომბინაცია.


    კახური კუთხე-ვენახებით გარშემორტყმული „კახური კუთხე“, არის ადგილი, სადაც ისიამოვნებთ ადგილზე დამზადებული ბიოპროდუქტებით, ტრადიციული ქართული ღვინითა და კერძებით.  „კახურ კუთხეში“  თქვენ,  შეგიძლიათ  დაესწროთ ხინკლის მომზადების , ჩურჩხელის ამოვლების და თონეში პურის ცხობის მასტერკლასებს.  კავკასიონის ულამზესი პანორამული ხედი კი უსათუოდ აამაღლებს თვენს განწყობას.


    ლაუნჯ ბარი- საუკეთესო ადგილი სრული განტვირთვის და რელაქსაციისათვის!  თუ მოისურვებთ წიგნის კითხვას, სასიამოვნო მუსიკის ფონზე,  საუკეთესო კოკტეილებით, „ახაშენი ღვინის კურორტის“ ლაუნ ჯბარი თქვენს განკარგულებაშია.


    ბარი აუზთან-„ახაშენი ღვინის კურორტის“ ბარი, იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად  გასატარებლად. ექსკლუზიური კოქტეილების ნაირსახეობები და აკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანი, მოგწყვეტთ ყოველდღიურ რუტინას და საუკეთესო განწყობაზე დაგაყენებთ.